სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

Expo MED BATUMI 2017

20-22 ოქტომბერს საგამოფენო კომპანია "EXPO BATUMI" ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის" მეორე საერთაშორისო გამოფენას "EXPOMED BATUMI 2017" ატარებს. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.
საერთაშორისო გამოფენა "EXPOMED BATUMI 2017" ხელს უწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან : საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, პოლონეთი, ბელორუსია.
"EXPOMED BATUMI 2017" თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია, tv 25, და გაზეთი "აჭარა" "CAUCASUS BUSINESS WEEK"

მონაწილეს რეგისტრაცია

გამოფენის გახსნამდე

დარჩა

00

დღე

00

საათი

00

წუთი

00

წამი

მეორე საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

"სამედიცინო და გამაჯანსაღებელი
ტურიზმი"

    ბათუმში 20 -21 ოქტომბერს სასტუმრო "შერატონში" გაიმართება მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია "სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი". კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო საგამოფენო კომპანია EXPO BATUMI, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია. კონფერენციის პარალელურად 20 -22 ოქტომბერს "შერატონში" გაიმართება მე-2 საერთაშორისო "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის" გამოფენა -გაყიდვა.
    კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემები:
    სამედიცინო ტურიზმის ადგილი გლობალიზაციის პროცესში; სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში; სამედიცინო ტურიზმის სამართლებრივი პრობლემები; მას-მედიის და სოციალური ქსელების როლი სამედიცინო ტურიზმის განვითარების საქმეში; სამედიცინო ტურიზმის საფუძვლების სწავლების პრობლემები; საერთაშორისო ტურიზმის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები; საავადმყოფო სექტორის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტიზების პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
    უცხოელ პაციენტთათვის ხარისხიანი სპეციალიზირებული დახმარების მიწოდების შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში:
    სტომატოლოგიური დახმარება; კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული დახმარება; რეპროდუქტოლოგიური დახმარება (მათ შორის სუროგატული დედობა); ონკოლოგიური დახმარება; რეაბილიტაცია (კურორტოლოგიის, ბალნეო- და ფიზიოტერაპია); კოსმეტიკური ქირურგია (ბარიატრიული ქირურგიის ჩათვლით); ენდოკრინული ქირურგია; ღეროვანი უჯრედები.

აქ ნახავთ ბიზნეს პროფილის დეტალურ მონაცემებს, თუ საქმიანობის რომელი სფერო შეესაბამება გამოფენის ფორმატს. დააჭირეთ აქ, რათა იხილოთ, თუ რომელი ტიპის კომპანიებს შეუძლიათ მონაწილოების მიღება.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა და მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.
ნაბიჯი 1: გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა.
ნაბიჯი 2: შეავსეთ ფორმა და დასვით ხელმოწერა.
ნაბიჯი 3: გამოგვიგზავნეთ შევსებული ფორმა ელ-ფოსტით: info@expobatumi.ge ან ჩვეულებრივი ფოსტით შემდეგ მისამართზე: ბაქოს ქ. #50, ბათუმი, საქართველო.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ ბიზნესით და გსურთ ბიზნეს–პარტნიორების პოვნა ან უბრალოდ გსურთ გაიღრმავოთ ფანტაზია, მაშინ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ. ვიზიტორებისათვის დასწრება უფასოა. გელოდებით!

სარეგისტრაციო ფორმა

გამოფენაში მონაწილე კომპანიების სია

საგამოფენო სტენდის ზომები:
სიმაღლე: 2.22 მ.
აბრა: სიმაღლე 22 სმ.
პანელი: სიგანე 94.5სმ.
აღჭურვილობა: კედლები, ხალიჩა, ელექტროენერგია, მაგიდა, სკამები, კომპანიის სახელის წარ წერა, ინტერნეტი, დასუფთავება.

მაგიდა და სკამები:
6-9 კვ.მ 1 მაგიდა 2 სკამით
12 კვ.მ 1 მაგიდა 3 სკამით
15-18 კვ.მ 1 მაგიდა 4 სკამით
21-27 კვ.მ 2 მაგიდა 6 სკამით
30-38 კვ.მ 2 მაგიდა 8 სკამით

გთხოვთ არ დააზიანოთ სტენდი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით! (სტენდზე ბანერის განთავსებისთვის ორმაგი სკოჩის, ნებისმიერი სახის სკოჩის, ჭიკარტების ან მსგავსისახის მასალის გამოყენება აკრძალულია. ნება დართული მხოლოდ ლუვერსების გამოყენება.)

განლაგება (ფლორპლანი)








ტარიფები

მხოლოდ ფართი

2501 კვ.მ.

  • შეიცავს ფართს და მის დალაგებას
  • პავილიონის დაცვას
  • არ შეიცავს წარწერას სტენდზე, მაგიდას და 2 სკამს, განათებას
შეკვეთა

აღჭურვილი სტენდი

3001 კვ.მ.

  • შეიცავს ფართს და დალაგებას
  • პავილიონის დაცვას
  • წარწერას სტენდზე, მაგიდას და 2 სკამს, განათებას
შეკვეთა

რეკლამის განთავსება

2001 გვერდი

  • რეკლამის განავსება გამოფენის კატალოგში
  • შეიცავს A5 ზომის გვერდს
  • რიგდება უფასოდ
შეკვეთა